რესურს-ცენტრის შესახებ
2006 წელი - ზემო სვანეთში გაიხსნა CTC-ის მესტიის სათემო რესურს ცენტრი.პირველი პროექტი 2008 წლის ზაფხულში დამთავრდა.
პროგრამის მიზნებში შედიოდა: ადგილობრივი თემის მობილიზაცია, სახელმწიფო სამსახურების განვითარება და დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის მხარდაჭერა კონსულტაციებითა და ტრენინგებით.
2008 წელი - შემოდგომიდან ამოქმედდა ახალი 3- წლიანი პროგრამა.
პროექტებს ფინანსურად უზრუნველყოფს გერმანული ორგანიზაცია EED.
რას აკეთებს და როგორ მუშაობს სითისი მესტიაში?
სითისი-ს რესურც-ცენტრი 2006 წლიდან დახმარებას უწევს ინიციატივიან ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ეწევა ეს ადამიანი.
დახმარების ფორმებია:
· კონსულტაციები,
· განხილვები, შეხვედრები
· სემინარები,
· გადამზადება,
· დაკავშირება.
ვისთან მუშაობს და თანამშრომლობს მესტიის რესურს-ცენტრი?
* ყველა დაინტერესებულ ადამიანთან ასაკის მიუხედავად
რა კეთდება მესტიის რაიონის მოსახლეობისთვის?
სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგები:
ტრენინგ-კურსში მონაწილეობა შეუძლიათ მცირე ბიზნესის მქონე ან მისი წამოწყების მსურველთათვის.
ტრენინგები ტურიზმის ბიზნესის ხარისხის საკითხებზე:
ტრენინგები ჩატარდება მათთვის, ვისაც უკვე აქვს რაიმე საქმიანობა ტურისტულ ბიზნესში
პროექტის დაგეგმვის უნარ-ჩვევები:
კონსულტაციები და ტრენინგები გრძელდება გრანტებისა და ბიზნეს-პროექტების დაფინანსების მსურველებისთვის
ინგლისური ენის კურსები:
კურსები ტარდება მათთვის, ვისაც საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროება ენის ფლობა.
კომპიუტერის შემსწავლელი სემინარები:
ეს კურსები არ ითვალისწინებს კომპიტერის ფლობის საწყის კურსს. კონკრეტული პროგრამის სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი და გაიარონ გასაუბრება.
შეხვედრები და სემინარები:
CTC-ის დახმარებით შეხვედრები ეწყობა ადგილობრივ მოსახლეობას-თემს, დაინტერესებულ პირებსა და მოწვეულ ექსპერტებს შორის.
მაგ: შეხვედრები სამოგზაურო სააგენტოებთან, სასტუმროს კვალიფიცირებულ მენეჯერებთან, სოფლის მეურნეობისა და მიწათმოწყობის საკითხების ექსპერტებთან და სხვ.
კონსულტაციები:
CTC-ის თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან მოძებნოთ პარტნიორები და დაამყაროთ ურთიერთობა დონორებთან.
დაგვირეკეთ მაგთიფიქსზე:
890 300 876 - სითისი - მესტია
890 300 926- სითისი - თბილისი
www.ctcmrc.blogspot.com