წარმატებები

2006 წლიდან დღემდე
  • შეკეთდა და ამოქმედდა CTC-ის მესტიის სათემო სარესურსო ცენტრი;
  • შეკეთდა და აღიჭურვა ახალგაზრდული ცენტრი ბეთქილი;
  • ჩატარდა ბიზნეს კონსულტაციების უდიდესი რაოდენობა;
  • ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატურად ეწეოდა ინდივიდუალური კონსულტაციები;
  • ჩატარდა კონფერენცია ”თავიდან აღმოაჩინეთ სვანეთი” (მესტიაში, ბეთქილში)
  • ადგილობრივი ინიციატივიანი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა სასწავლო ტური (სამეგრელო-იმერეთი-თბილისი-სამცხე-ჯავახეთი-ქვემო ქართლი)
  • ჩატარდა ზემო სვანეთის განვითარების შესაძლებლობების კვლევა ჰუმბოლდის უნივერსიტეტის ჯგუფის (გერმანია) მიერ, გამოიცა კვლევის შედეგები
  • ჩატარდა კონფერენცია თბილისში (სასტუმრო ამბასადორი)
  • 2009 წელს დაფინანსდა ადგილობრივი ინიციტივებით განხორციელებული მიკრო-პროექტები (განცხორციელდა 5 პროექტი)
  • 2010 წელს ჩატარდა მიკრო პროექტების მე-2 რაუნდი (განცხორციელდა 8 პროექტი)
  • მოხდა მარშუტის: ბეჩო-გულის მთა-მესტია მარკირება;
  • ლატალში ეკლესიის გზას გაუკეთდა სახელური;
  • იელში დამწვარის სკოლის განახლებული ბიბლიოთეკისთვის მოგროვდა 100 მეტი ძვირადღირებული წიგნი;
  • ლატალში სახელოსნოში ახალგაზრდებმა ისწავლეს ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია;
  • სვანეთის სოფლებში ადგილობრივი ახალგაზრდების თაოსნობით ქალბატონებმა შეისწავლეს ხელსაქმის ოსტატობა;
  • ჩატარდა ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მესტიაში;
  • ლატალში გურამ თიკანაძის სახელობის სპორტულ კომპლექსს ახალგაზრდებმა ჩაუსვეს გამჭვირვალე პლასტიკატები და ჩაატარეს შეჯიბრი;
  • ლატალში ჩატარდა იონაობა-ლატალობა;
  • განახლდა ექსპონატები რევაზ მარგიანის სახლ-მუზეუმში მესტიაში;
  • ლატალში ჩატარდა მხატვრების ირაკლი და ანა ფარჯიანების ნახატების გამოფენა;
  • ლატალში ცენტრალური გზის გასწვრივ ახალგაზრდების ინიცატივით დაიდგა ეკლესიების მაჩვენებელი საგზაო ტრაფარეტები, რამაც ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადის გაზრდას სოფელში;
  • 2011 წელს ჩატარდა მე-3 რაუნდი (მხარი დაეჭირა 13 პროექტს)
  • 2011 წელს ბულაჩაურში ჩატარდა 2-ეტაპიანი ტრენინგი და ვორკშოფი მესტიის რაიონის არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
  • 2011 წელს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა-სემინარი და სასწავლო ტური თბილისსა და ნუკრიანში
  • ჩატარდა კომპიუტერისა და ინგლისურის კურსები;
  • ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (პოლონეთი, თურქეთი, სომხეთი)
  • მესტიელი ახალგაზრდა ირინა ხვინთელანი 11 თვით გაიგზავნა ბელგიაში EVS (ევროპის მოხალისეობრივი სერვისი) კომპეტენციების ასამაღლებლად. პროგრამის გავლის შემდეგ წარმატებით დასაქმდა საქართველსო საგარეო სამქეთა სამინისტროში.
  • პოლონელმა ახალგაზრდამ მიხეილ ზელასკომ 6 თვე გაატარა CTC-მესტიის სათემო სარესურსო ცენტრში და განახრციელა მცირე პროექტები. ახლო მომავალში მიხეილი გეგმავს ჰოსტელის გახსნას თბილისში და ზემო სვანეთში უცხოელებისთვის ტურების განხორციელებას.
  • CTC-ის მესტიის სათემო სარესურსო ცენტრმა უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციას, რომლებმაც ისარგებლეს ცენტრის დახმარებით და ჩაატარეს ტრენინგები, სემინარები, ვორკშოფები, საინფორმაციო შეხვედრები მესტიაში;
  • CTC მესტიის სათემო სარესურსო ცენტრის თანამშრომლების კონსულტაციების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს რამდენიმე ადგილობრივი ბიზნესი;
  • რეკომენდაცია გაეწია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • CTC სათემო რესურს-ცენტრმა დაგეგმა და განახორციელა არაერთი ღონისძიება;
  • შეიქმნა და სისტემატურად ახლდება ბლოგი: www.ctcmrc.blogspot.com
  • ყოველ 2 თვეში ერთხელ გამოდის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც რიგდება და ამასთან ელექტრონული სახით იდება ბლოგზე;
  • მესტიის რაიონში ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებისა და მათ მიერ პროექტების განხორციელების მიზნით ხდება კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა CTC-ის მიერ, რის შედეგადაც ზემო სვანეთში ადგილობრივ ორგანიზაციებს სხვადასხვა დონორებმა ჩაუტარეს ტრენინგები ან დაუფინანსეს პროექტები;
  • სასტუმრო სახლების პატრონებისთვის CTC-ის დაფინანსებით ზაურ ჩართოლანის ორგანიზებით, ელკანამ ჩაატარა ტრენინგები და მოხდა სასტუმრო სახლების მარკირება ”მზე” კატეგორიებით.
  • ლენჯერში ამოქმედდა ზრდასრულთა სწავლების სახელოსნო, ხეზე კვეთისა და კირის დამუშავების მიმართულებით.